14:20:45     28-07-2017
Amazon-ის მფლობელმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ტიტული 24 საათში დაკარგა
![a69427.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69427.jpg)
გუშინ ცნობილი გახდა, რომ Amazon-ის აქციების ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზე იყო, რის გამოც ჯეფ ბეზოსი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა და უკან ჩამოიტოვა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონების ღირებულებაც $90.7 მილიარდი დოლარია, თუმცა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მან 24 საათში ეს ტიტული დაკარგა. ბეზოსს Amazon-ის აქციების 17% ეკუთვნის.
ბილ გეითსს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტული 2013 წლის მაისიდან აქვს.
Amazon-ის აქციების ზრდა წელიწადში $99 დოლარიანი ონლაინ სტრიმინგის კომპანია Amazon Prime-ის მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. Bloomberg-ის ცნობით, Amazon წლის მეორე კვარტალში დაახლეობით $37 მილიარდიან შემოსავალს აჩვენებს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია.
ბეზოსი მილიარდერი 1998 წელს გახდა, მან Amazon 1994 წელს დააფუძნა.
0