„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს ბრალი წარუდგინეს „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს ბრალი წარუდგინეს />


  13:59:18     28-07-2017

„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს ბრალი წარუდგინეს

a69426.jpg

„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორს, გიორგი მაჭავარიანს ბრალი წარუდგინეს. მისი ადვოკატის, გაგა მოდიშვილის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღირებს. 

ადვოკატის თქმით, ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფთხოების წესის დარღვევის გამო. მისივე თქმით, მტკიცებულებები რომელიც გადაეცათ, საკმაოდ მოცულობითია. ის იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო დღეს არ ჩაინიშნება და საქმის მასალების 40 ტომის გაცნობის საშუალება დაცვის მხარეს მიეცემა. გაგი მოსიაშვილი იმასაც აღნიშნავს, შსს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით, დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ნორმა.

შეგახსენებთ, „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების თანამშრომელი პროკურატურამ გუშინ დააკავა.

0

ავტორი: