სენატში, ობამაქეარის გაუქმების შესახებ კანონი კვლავ ჩავარდა სენატში, ობამაქეარის გაუქმების შესახებ კანონი კვლავ ჩავარდა />


  13:01:24     28-07-2017

სენატში, ობამაქეარის გაუქმების შესახებ კანონი კვლავ ჩავარდა

a69421.jpg

დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანონი, ბარაკ ობამას მიერ დამტკიცებული ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების შესახებ, სენატტის სხდომაზე ჩავარდა.

აღნიშნულ კანონს, 51-მა მისცა ხმა 49-ის წინააღმდეგ. მოწინააღმრდეგეებს შორის იყო რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი.ობამაქეარის გაუქმება ტრამპის საარჩევნი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო თუმცა, ტრამპის რეფორმა უკვე მეორედ ჩავარდა. აღნიშნული რეფორმა ითვალისწინებს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის რეფორმის ჩანაცვლებას.


ჟურნალისტებმა კენჭისყრამდე შენიშნეს, როგორ ესაუბრებოდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ჯონ მაკკეინს, რომ გადაწყვეტილება შეეცვალა და ხმა მიეცა კანონპროექტისთვის, მაგრამ როგორც სხდომაზე აღმოჩნდა, მისი გადარწმუნება ვერ მოხერხდა.აღსანიშნავია, რომ აშშ-ს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესი კანონპროექტისთვის მხარდაჭერის მოპოვებას, ტრამპის ადმინისტრაცია ყველა შესაძლო გზით ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.


შეგახსნებთ, რომ ჯონ მაკკეინი 25 ივლისს, სენატში მივიდა, მისი გამოჩენა ყველასთვის სიურპრიზი იყო, რადგან მას რამდენიმე დღით ადრე ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფო ოპერაციას გაუკეთეს.

0

ავტორი: