აშშ-ს 98-მა სენატორმა, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ  სანქციებს მხარი დაუჭირა აშშ-ს 98-მა სენატორმა, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა />


  11:47:35     28-07-2017

აშშ-ს 98-მა სენატორმა, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა

a69412.jpg

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის 98-მა სენატორმა, რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას დაუჭირა მხარი. წინააღმდეგი მხოლოდ ორი ადამიანი იყო.

ახალი კანონი ხელმოსაწერად დობალდ ტრამპს უნდა გადაეგზავნოს, რომელსაც შეუძლია მას ვეტო დაადოს.

როგორ აფასებენ უკვე გადაწყვეტილ საკითხს კრემლის წარმომადგენელები?

კრემლმა ფაქტი ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესებად შეაფასა. როგორც ისინი აცხადებენ, ტრამპის მიერ კანონის ხელმოწერის შემთხვევაში მოსკოვი სავარაუდოდ ქვეყნიდან მთელ რიგ ამერიკელ დიპლომატებს გააძევებს და არსებითად შეამცირებს აშშ-ის დიპლომატიური მისიის თანამშრომლების რაოდენობას. ეს იქნება პასუხი ასშ-ს ქმედებებზე. ასევე შესაძლოა, კრემლმა უარი თქვას ვაშინგტონთან თანამშრომლობაზე მისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის გაძლიერება.

ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, სენატორმა, ჯონ მაკკეინმაც გაავრცელა ინფორმაცია, - "ამ ბრძოლაში მხარე უნდა გვქონდეს, არა როგორც რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს, არამედ, როგორც ამერიკელებს. ამერიკის დემოკრატიაზე თავდასხმის პასუხი იქნება სანქციები და ქმედება. თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გარანტია, ფუნდამენტური უფლება პუტინმა დაარღვია“.
0

ავტორი: