რუსეთისთვის სანქცეიბის დაწესების კანონპროექტმა შეთანხმებას მიაღწია რუსეთისთვის სანქცეიბის დაწესების კანონპროექტმა შეთანხმებას მიაღწია />


  11:54:44     27-07-2017

რუსეთისთვის სანქცეიბის დაწესების კანონპროექტმა შეთანხმებას მიაღწია

a69362.jpg

თეთრმა სახლის ადმინისტრაციამ და რესპუბლიკელებმა მიაღწიეს გარიგებას, რომელიც უკვე დონალდ ტრამპს უნდა გადეგზავნოს ხელმოსაწერად, ახალი კანონპროექტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გულისხმობს.

უმრავლესობის ლიდერმა კევინ მაკარტმა და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ ჩორკერმა ოთხშაბათ საღამოს მიიღეს შეთანხმება რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ახალი სანქციების დაწესების შესახებ.

„ნაყოფიერი დისკუსიების შემდეგ, მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც მზად არის პრეზიდენტის ხელმოსაწერად“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა, დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ტრამპის გადაწყევტილება, მოაწერს თუ არა ხელს, მოსკოვისთვის სანქციების დაწესების შესახებ კანონს, ჯერჯერობით უცნობია.
0

ავტორი: