10:35:11     27-07-2017
წაღვერის ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება
წაღვერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილის 6 საათზე განახლდა. დილიდან პროცესში ჩაერთო ვერტმფრენიც. სტიქიას მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე ათეული მეტყევე და მეხანძრე ებრძოდა.
ხანძარის ლოკალიზება დღის ბოლოს გახდა შესაძლებელი. თუმცა, მისი ლიკვიდაცია ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლი ტყეში 5 ჰექტარამდე ფართობზე იყო მოდებული. ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა ან მაღალი ტემპერატურა სახელდება.
ხანძრის ჩაქრობის პროცესს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.
0