18:42:40     26-07-2017
„ტრანსგენდერი ადამიანები აშშ-ს ჯარში ვერ იმსახურებენ“
![a69325.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69325.jpg)
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის განცხადების მიხედვით, ტრანსგენდერები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იმსახურებენ.
"ჩვენმა არმიამ უნდა იფიქროს გადამწყვეტ გამარჯვებაზე და არ დაკავდეს უზარმაზარი სამედიცინო ხარჯებითა და ხარვეზებით, რაც ტრანსგენდერ ჯარისკაცებს უკავშირდება"-გაგანცახადა მან.
მან ეს გადაწყვეტილება სამხედრო ექსპერტებთან ერთად მიიღო. ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვა 2016 წელს გაუქმდა.
2010 წელს კი აშშ-ის კონგრესმა წესი, "არ იკითხო, არ თქვა" მოხსნა, რომლის მიხედვითაც, სამხედროებს უნდა დაემალათ თავიანთი ორიენტაცია, თუ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ.
0