„ტრანსგენდერი ადამიანები აშშ-ს ჯარში ვერ იმსახურებენ“ „ტრანსგენდერი ადამიანები აშშ-ს ჯარში ვერ იმსახურებენ“ />


  18:41:43     26-07-2017

„ტრანსგენდერი ადამიანები აშშ-ს ჯარში ვერ იმსახურებენ“

a69324.jpg

BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის განცხადების მიხედვით, ტრანსგენდერები აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იმსახურებენ.

"ჩვენმა არმიამ უნდა იფიქროს გადამწყვეტ გამარჯვებაზე და არ დაკავდეს უზარმაზარი სამედიცინო ხარჯებითა და ხარვეზებით, რაც ტრანსგენდერ ჯარისკაცებს უკავშირდება"-გაგანცახადა მან.

მან ეს გადაწყვეტილება სამხედრო ექსპერტებთან ერთად მიიღო. ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვა 2016 წელს გაუქმდა.

2010 წელს კი აშშ-ის კონგრესმა წესი, "არ იკითხო, არ თქვა" მოხსნა, რომლის მიხედვითაც, სამხედროებს უნდა დაემალათ თავიანთი ორიენტაცია, თუ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნებოდნენ.
0

ავტორი: