17:07:19     25-07-2017
შესაძლოა, რექს ტილერსონმა თანამდებობა დატოვოს
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს.
ამის მიზეზი კი ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოებაა, ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ირანთან დიალოგი და ადმინისტრაციაში საკადრო საკითხები.
სახელმწიფო მდივანმა , პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ჯეფ სეშენეთან დაკავშირებით არაპროფესიონალური უწოდა.
შეგახსენებთ, რომ რექს ტილეროსნმა ამერიკის სახელწმიფო მდივნის პოსტი ტრამპის ინაუგურაციიდან რამდენიმე დღეში დაიკავა.
0