მუსტაფაევა: „ვთხოვე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩაატარონ. მალე დავინახავთ, აქვთ თუ არა ამისი ნება“ მუსტაფაევა: „ვთხოვე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩაატარონ. მალე დავინახავთ, აქვთ თუ არა ამისი ნება“ />


  16:54:49     25-07-2017

მუსტაფაევა: „ვთხოვე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩაატარონ. მალე დავინახავთ, აქვთ თუ არა ამისი ნება“

a69276.jpg

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ პროკურატურაში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურაში იგივე კითხვები დაუსვეს, რაც თავის დროზე პოლიციამ დაუსვა. 

„დამატებით მათ მივმართე, რომ გამოავლინონ ის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აფგან მუხთარლის გატაცებაში, რომ მოხდეს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დაკითხვა.

მე მათ ასევე შევახსენე, რომ პოლიცია ასე სვამდა კითხვებს, თუმცა შემდეგ არაფერი გაუკეთებიათ. მთავარი, რაც მათ ვთხოვე იყო ის, რომ გამოიძიონ თუ რატომ არის, რომ კამერები ჩვენი სახლიდან საზღვრამდე არ მუშაობდა, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი, რატომ გადაკვეთა აფგან მუხთარლიმ საზღვარი უპასპორტოდ, რატომ არ შეაჩერა ის სასაზღვრო პოლიციამ. ვთხოვე სწრაფი და ობიექტური გამოძიება ჩაატარონ. მალე დავინახავთ, აქვთ თუ არა ამისი ნება“, - დასძინა მუსტაფაევამ.

0

ავტორი: