13:32:46     25-07-2017
იტალიაში ქურდობის ბრალდებით ქართველები დააკავეს
იტალიაში, ქალაქ მილანში ქართველების ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც ბინების გაქურდვა ბრალდებათ.
მილანის პოლიცია დამნაშავეებს სამი თვის განმავლობაში ეძებდა. ერთ-ერთი ბინის გაქურდვისას, დანაშაულის ადგილზე მობილური ტელეფონი დარჩათ, სწორედ ეს ნივთმტკიცება გამოიყენა პოლიციამ მათ მისაგნებად.
დაკავებული ქართველების ჯგუფს იტალიელი დინო გავაძენი ხელმძღვანელობდა.
2017 წელს იტალიაში ბინების გაქურდვაზე 61 ადამიანი დააკავეს, აქედან 18 საქართველოს მოქალაქე.
0