უკრაინას თურქეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ეშინია უკრაინას თურქეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ეშინია />


  12:12:33     05-05-2011

უკრაინას თურქეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ეშინია

a5622.jpg

„რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, გამართლებული იყო“ –  ეს განცხადება პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა სულ ახლახანს გააკეთა. ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში არსებული რთული პოლიტიკურ–ეკონომიკური სიტუაცია რუსეთთან გარკვეულ შეთანხმებას და დათმობებს მოითხოვდა.

„ჩვენ თუ ამაზე არ წავიდოდით, მთელ მრეწველეობას დავკარგავდით“ – ირწმუნება იანუკოვიჩი. ამ გადაწყვეტილებით გახდა შესაძლებელი ის, რომ უკრაინამ გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა შეძლო. რუსეთი უკრაინას ყირიმის ფლოტის მის ტერიტორიაზე ბაზირებაში ყოველწლიურად 4 მილიარდ დოლარს უხდის.

 

ოპოზიციის კრიტიკული გამოსვლების კომენტირებისას, იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ მისთვის ახლა მთავარია 2009 წლის არამომგებიანი შეთანხმების გადახედვა, რაც შეეხება შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ბაზირებას, ეს საკითხი არც განიხილება. დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, 2012 წელს, ფლოტის იჯარის ვადის 25–დან 99 წლამდე გაზრდის გადაწყვეტილება შეიძლება დადგეს.

 

20–25 წლის მერე, ნახევარკუნძულზე დემოგრაფიული სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ყირიმთან დაკავშირებით, ტერიტორიული პრეტენზიები აქვს თურქეთს. ჩვენ ვთვლით, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის აქ არსებობა, სტაბილურობის გარანტიაა – აღნიშნავენ უკრაინელი მაღალჩინოსნები.   

 

მიმდინარე წლის აპრილში იულია ტიმოშენკოს ბლოკის დეპუტატებმა პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც ხარკოვის ხელშეკრულების გადახედვა უნდა მომხდარიყო. თუმცა ტიმოშენკოს მომხრეთა პროტესტისათვის უკრაინის ხელისუფლებას ყურადღება არ მოიქცევია.   

 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და უკრაინის საზღვაო–სამხედრო ძალები, მიმდინარე წლის ზაფხულში, შავი ზღვის აკვატორიაში სწავლებების გამართვას გეგმავენ. 23–27 მაისს კი რუსულ–უკრაინული სწვალებები „ფორვატერ–2011“ შედგება. პირველი ასეთი სწავლება 1997 წელს გაიმართა. რევოლუციების და შესვენებების შემდეგ, ეს „ტრადიცია“ ხელისუფლებაში იანუკოვიჩის მოსვლის შემდეგ კვლავ აღდგა.

 

ამასობაში, უკრაინაში სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის ყოფნით უკმაყოფილოთა რიცხვი მატულობს. ხარკოვის შეთანხმების დენონსაციის მოთხოვნა სულ უფრო კატეგორიულად დგება დღის წესრიგში. მიმდინარე კვირას, ნაციონალისტურად განწყობილმა ოპოზიციამ საპროტესტო მანიფესტაციაც გამართა.

 

მანიფესტანტები, გაზთან და ფლოტთან დაკავშირებული ორი ხელშეკრულების გადახედვას ერთდროულად ითხოვდნენ. მიტინგზე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკოც გამოჩნდა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი, უკრაინას ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანს, ხოლო ის კი აქსიომაა, რომ საოკუპაციო არმია უკრაინის ტერიტორიაზე არ უნდა იდგეს.      

 

იანუკოვიჩი ყველა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინის საწინააღმდეგ „ნელი მოქმედების ნაღმი“, გაზის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, სწორედ იულია ტომოშენკომ ჩადო. თავად კი ახლა არსებული მძიმე მემკვიდრეობის გამოსწორებას ცდილობს.

 

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ოპოზიციის პროპაგანდამ შესაბამისი, განსაზღვრული შედეგები უკვე გამოიღო. როგორც ირკვევა, უკანასკნელ პერიოდში, უკრაინაში შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის მომხრეთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, გასული წლის გაზაფხულზე, მათი რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო. ამჟამად კი, მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების რიცხვი ერთმანეთს თითქმის გაუთანაბრდა.

0

ავტორი: