10:41:52     25-07-2017
ისრაელის ხელისუფლებამ დეტექტორების დემონტაჟი გადაწყვიტა
![a69250.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69250.jpg)
ისრაელის ხელისუფლებამ მეტალო დეტექტორების დემონტაჟი გადაწყვიტა, მოგეხსენებათ აღნიშნულმა, მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, მათ აქციაც კი გამართეს დეტექტორების მოხსნის მოთხოვნით.
BBC-ის ცნობით, მეტალო დექტორებს უმაღლესი ტექნოლოგიის ვიდეოკამერები შეცვლის, რომლებსაც სახეების ამოცნობა შეუძლიათ.
მეტალო დეტექრორების დამონტაჟების შემდეგ პალესტინამ ისრაელი იერუსალიმის წმინდა ადგილის საკუთარ კონტროლქვეშ აყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.
ისრაელის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა, ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც 14 ივლისს, აღნიშნულ ტერიტორიაზე 3-მა შეიარღებულმა პალესტინელმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 2 სამართალდამცველი დაიღუპა.ადგილი, სადაც დეტექტოერებია დამონტაჟებული, ალ-აქსას მეჩეთია, რომელიც მთავარი მუსულმანური სიწმინდეა, ის, ებრაული ტაძრის ნანგრევეზეა აშენებული.