ნიკოლას მადურო,  უზენაესი სასამართლოს წევრებს დაპატიმრებით და ქონების ჩამორთმევით ემუქრება ნიკოლას მადურო, უზენაესი სასამართლოს წევრებს დაპატიმრებით და ქონების ჩამორთმევით ემუქრება />


  15:08:44     24-07-2017

ნიკოლას მადურო, უზენაესი სასამართლოს წევრებს დაპატიმრებით და ქონების ჩამორთმევით ემუქრება

a69233.jpg

ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, რომელიც პარლამენტმა აირჩია დაპატიმრებით ემუქრება.
„მათი ანგარიშები გაიყინება, ქონება ჩამოერთმევათ და ამასთანავე ციხეში მოხვდბიან“, - აღნიშნა ნიკოლას მადურომ. ის ოპოზიციას „პარალელური სახელმწიფოს“ შექმნაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელას პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 13 ახალი წევრი დანიშნა.

სასამართლომ არაერთხელ აღიარა ბათილად პარლამენტის გადაწყვეტილებები. ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტი მიიჩნევს, რომ 2015 წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები არაკანონიერად იყვნენ დანიშნულნი.

0

ავტორი: