სან მარინო შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, სადაც 5G ინტერნეტი იქნება სან მარინო შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, სადაც 5G ინტერნეტი იქნება />


  12:32:07     24-07-2017

სან მარინო შესაძლოა, პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, სადაც 5G ინტერნეტი იქნება

a69211.jpg

შესაძლოა, სან მარინო პირველი ქვეყანა გახდეს ევროპაში, რომელიც 5G კავშირგაბმულობის სტანდარტს შემოიღებს ქვეყნის მასშტაბით.
ამის განსახორციელებლად სან-მარინოს ხელისუფლებასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს, ახალი ტექნოლოგია დატესტოს , 2018 წელს კომერციულ ბრუნვაში გაშვების შესაძლებლობით.

ამჟამად, 5G სტანდარტის ტესტირება სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და აშშ-ში ხდება.

Telecom Italia Mobile ახალი მობილური სტანდარტის დატესტვას მილანსა და ტურინშიც ახორციელებს, თუმცა სან-მარინოში ნაკლები საკანონმდებლო შეზღუდვებია რადიოსიხშირეების გამოყენებაზე.

0

ავტორი: