ონლაინ სესხები – თანხის მიღების კომფორტული საშუალება ონლაინ სესხები – თანხის მიღების კომფორტული საშუალება />


  12:14:52     24-07-2017

ონლაინ სესხები – თანხის მიღების კომფორტული საშუალება

a69212.jpg

ფინანსური პრობლემის წინაშე ნებისმიერ დროს შეიძლება დავდგეთ. დაბალი შემოსავლის პირობებში ასეთ სირთულეებთან გამკლავება რთულია. როგორ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელსაც დამატებითი თანხა სჭირდება – დახმარება ვთხოვოთ მეგობარს, ვისესხოთ ფული კერძო პირისგან თუ ავიღოთ სესხი. ახლობელი ადამიანისთვის ფულის თხოვნა ყოველთვის უხერხულობასთან არის დაკავშირებული. კერძო პირისგან ფულის სესხება კი გარკვეულ რისკებს მოიცავს და ხშირად არც ისე უსაფრთხოა. დღესდღეობით, კრედიტის აღება შესაძლებელია როგორც ბანკებში, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. არჩევანი კი საკმაოდ ფართოა.

ნლაინ სესხების მისაღებად არ მოითხოვება დოკუმენტები. მომხმარებელს არ უწევს დასაქმების ცნობის ან სახელფასო ამონაწერის მიტანა კომპანიაში, რაც ამარტივებს კრედიტის აღების პროცესს  და საშუალებას აძლევს კლიენტს მარტივად მიიღოს თანხა. პროდუქტი განსაკუთრებით დიდი დახმარებას უწევს მათ, ვისაც არ აქვს დრო, ეჩქარება თანხის მიღება ან არ მუშაობს და არ შეუძლია ცნობების წარდგენა. სწრაფი სესხი საუკეთესო არჩევანია გადაუდებელი ფინანსური პრობლემების დროს. თუ ხელფასამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, კლიენტმა ზუსტად იცის, რომ კონკრეტულ რიცხვში შეძლებს ვალდებულების დაფარვას, თამამად შეუძლია ისარგებლოს სწრაფი ონლაინ სესხების მომსახურებით. მარტივად მიიღოს ფული ანგარიშზე და გადაიხადოს მინიმალური პროცენტი. თანხის მისაღებად არ მოითხოვება თავდები ან ქონებით უზრუნველყოფა. მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

სესხის განაცხადის შევსება შესაძლებელია მობილური ტელეფონის საშუალებითაც.  მთავარი ინტერნეტთან კავშირია. მომსახურება მოკლე ვადაზეა გათვლილი. სესხი ძირითადად გაიცემა 1 თვემდე პერიოდით. ამ ვადის შემდეგ საჭიროა ვალდებულების გასტუმრება. თუ მომხმარებელი დროულად ვერ ახერხებს თანხის გადახდას, შეუძლია ისარგებლოს გადავადების მომსახურებით – დაფაროს კრედიტი მოგვიანებით და შეინარჩუნოს დადებითი საკრედიტო რეიტინგი.       

 

რას ითვალისწინებენ საკრედიტო კომპანიები სესხის გაცემისას?

ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია საკრედიტო პროდუქტების გონივრულად შერჩევა. სესხის აღებამდე გადასახადი თანხისა და შემოსავლის გათვალისწინება. არაინფორმირებულ არჩევანს ხშირად ფინანსურ კრიზისამდე მივყევართ და ვეღარ ვახერხებთ ვალდებულებებთან გამკლავებას. სწორედ ამიტომ აუცილებელია, საკრედიტო პროდუქტის პირობების გაცნობა და სწორი არჩევანის გაკეთება.

 

კომპანიები სესხის გაცემისას ყურადღებას აქცევენ მომხმარებლის შემოსავლის ოდენობას, წყაროს, საკრედიტო ისტორიას. აფასებენ რისკებს და ამის შემდეგ გასცემენ თანხას. გრძელვადიანი სესხები ძირითადად უზრუნველყოფით გაიცემა. გრძელვადიან პერიოდში მომხმარებლის შემოსავლის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს, ვეღარ შეძლოს თანხის გადახდა, ამიტომ კომპანიას სჭირდება გარანტია, რაც უზრუნველყოფაში ჩადებული ქონებაა. მოკლევადიანი სესხი მცირე თანხის მიღების შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, კომპანია უფრო მარტივად ამტკიცებს. თუმცა თითოეულ ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეფასების განსხვავებული  კრიტერიუმი აქვს. თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ნაწილში  სესხი ცნობის გარეშე გაიცემა, ბანკში ითხოვენ სახელფასო ცნობას ან ამონაწერს. ამასთან, ბანკები დიდ ყურადღებას აქცევენ მომხმარებლის საკრედიტო ისტორიას და კრედიტის დამტკიცებისას ითვალისწინებენ თუ როგორი გადამხდელი იყო კლიენტი, დროულად ფარავდა თუ არა ვალდებულებას.

 

სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია მიმდინარე ვალდებულებების გათვალისწინება. რამდენიმე კრედიტის დროს რთულია ყველა მათგანის გადახდა. მომხმარებლები ხშირად იღებენ ახალ სესხს არსებულის დასაფარად, რაც არაა გამართლებული. თუ კლიენტი ვერ ახერხებს არსებული კრედიტის დაფარვას, უმჯობესია დაუკავშირდეს კრედიტორს და მოითხოვოს რესტრუქტურიზაცია – სესხების გაერთიანება. ასეთ დროს ყველა ვალდებულება ერთ სესხში ერთიანდება და მის დასაფარად უფრო მეტი დროა განსაზღვრული. ფინანსური ხარჯების შემცირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკრედიტო პროდუქტის სწორად შერჩევაზე. კომპანიის პირობების გაცნობა და ერთმანეთთან შედარება კი სწორი არჩევანის გარანტიაა.

0

ავტორი: