ქაბულში აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 42 კი დაშავდა ქაბულში აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 42 კი დაშავდა />


  11:00:17     24-07-2017

ქაბულში აფეთქებას 24 ადამიანი ემსხვერპლა, 42 კი დაშავდა

a69194.jpg

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტებმა მიკროავტობუსზე მიიტანეს იერიში, რომელიც ნავთობის სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აფეთქება ადგილობრივი დროით 06.45 საათზე ავღანეთის მთავრობის მეთაურის მოადგილის სახლთან ახლოს, შიიტებით დასახლებულ უბანში მოხდა. ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ავღანეთში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.

0

ავტორი: