18:19:30     21-07-2017
თიანეთში, ხატობაზე, მანქანა ხალხში შევარდა - დაღუპულია 8 წლის ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი
გავრცელებული ინფორმაციით, თიანეთში ავტომანქანა ხალხს დაეჯახა. დაღუპულია 8 წლის ბავშვი და მისი ბიძა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შემთხვევა სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც თავშეყრილი ხალხი რელიგიურ დღესასწაულს (ხატობას) აღნიშნავდა.
ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომანქანის მძღოლი რაღაცაზე გაბრაზებული იყო და ხალხში შევარდა. თუმცა, არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მანქანა შემთხვევით დაგორდა და მეორე მანქანას დაეჯახა, სადაც ბავშვი და მისი ბიძა იმყოფებოდნენ.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ ორივე მოქალაქე გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ( იგივე ქმედება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) გულისხმობს.
0