რუსმა სამხედროებმა სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს რუსმა სამხედროებმა სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს />


  15:50:19     21-07-2017

რუსმა სამხედროებმა სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს

a69151.jpg

ე.წ მესაზღვრეებმა კასპის რაიონის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულით მონიშნეს. რუსმა სამხედროებმა სამუშაოები ე.წ საზღვრის მანიშნებლებთან გუშინ დაიწყეს. 

ხნულია გავლებული ოკუპირებულ სოფელ ორჭოსნიდან სამხრეთის მიმართულებით, სოფელ ყარაფილასთან და მდინარე თორთლას გასწვრივ. 

მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ცხინვალის ხელისუფლებამ ყარაფილას განაპირას არსებული 7 ჰექტარი მიწის ფართობის მითვისება სცადოს.
0

ავტორი: