14:51:16     21-07-2017
იერუსალიმი საპროტესტო აქციების ფონზე
![a69150.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69150.jpg)
იერუსალიმში, ალ აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
დემონსტრანტები, ისრაელის პოლიციისგან, მეჩეთის შესასვლელთან დამონტაჟებული მეტალის დეტექტორების მოხსნას მოითხოვენ. აქცია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მათ წინააღმრდეგ რეზინის ხელკეტები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
შეტაკების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ათობით აქტივისტი კი დააკევეს.
იერუსალიმის პარალელურად საპროტესტო აქცია ბეთლემშიც გაიმართა. პალესტინელები ამტკიცებენ, რომ ისრაელის მთავრობა ტაძრის მთის სტატუს კვოს გაუქმებას გეგმავს, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი წარსულში რამდენჯერმე მოჰყვა.
ეს ტერიტორია აღმოსავლეთ იერუსალიმში, 1967 წლიდან ახლო აღმოსავლეთის ომის შემდეგ ისრაელის საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ იმყოფება.
0