14:36:11     21-07-2017
თურქეთი გერმანიას ტერორისტების დახმარებაში ადანაშაულებს
თურქეთმა გერმანია ტერორისტების დახმარებაში, კერძოდ კი მათთვის თავშესაფრის მიცემაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ განცხადება, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა.
„როდესაც თურქეთი გერმანიას ტერორისტების გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს, გერმანია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე საუბრობს“, -წერს მევლუთ ჩავუშოღლუ „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
მან გერმანია, „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის დახმარებაში დაადანაშაულა.გუშინ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ გერმანია, თურქეთში უფლებადამცველების დაკავების გამო, ქვეყანასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, საკრედიტო და საინვესტიციო პროგრამებს გადახედავს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის სასამართლომ, „ Amnesty International“- ის თურქეთის დირექტორის, იდილ ესერისა და კიდევ ხუთი უფლებადამცველის, მათ შორის გერმანიის მოქალაქის პეტერ შტოიდტნერის დაპატიმრების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მათ ბრალი ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედებათ.
0