14:45:03     21-07-2017
სუს-მა თელავის საკრებულოს წევრი დააკავა
საქართველის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თელავის საკრებულოს წევრი, ზაზა ზაზაშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს.
სამართალდაცავებმა დეპუტატი მუნიციპალიტეტის შენობაში აიყვანეს. რა გახდა დაკავების კონკრეტული მიზეზი ამ საკითხზე კოლეგებს საუბარი უჭირთ, თუმცა დაკავების ერთ-ერთ ვერსიად ქრთამის აღება სახელდება. დეპუტატმა მიწის გამარტივებული წესით გადაფორმების სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქისგან 15 ათასი დოლარი აიღო.
ზაზა ზაზაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირიდან დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია.
0