კრიზისი ვენესუელაში: მილიონობით ადამიანს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა კრიზისი ვენესუელაში: მილიონობით ადამიანს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა />


  11:45:55     21-07-2017

კრიზისი ვენესუელაში: მილიონობით ადამიანს შორის შეტაკებას მსხვერპლი მოჰყვა

a69127.jpg

ვენესუელაში  საერთო გაფიცვა დაიწყო, რომელსაც ოპოზიციამ, პრეზიდენტ ნიკოლას მადროუს ზეწოლა უწოდა, რათა არჩევნებში ახალი დამფუძნებელი კრების არჩევნები გააუქმოს.

პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა. 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მადურო ამბობს, რომ გაფიცვა მინიმალური იყო და მისი ლიდერები დააპატიმრეს.

აპრილის შემდეგ, როდესაც ვენესუელაში ოპოზიციის პროტესტი გაძლიერდა, ქვეყნის მასშტაბით თითქმის 100 ადამიანი დაიღუპა.

ოპოზიციის განცხადებით, ქვეყნის 85% გაფიცვას შეუერთდა. რამდენიმე ქალაქში პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ქვეყნის მასშტაბით 360-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, განაცხადა ადგილობრივმა უფლებადამცველთა ჯგუფმა.

კოლუმბია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ და ევროკავშირი მოუწოდებენ ვენესუელის მთავრობას 30 ივლისს ახალი შემადგენლობისთვის კენჭისყრის გაუქმება. მაგრამ მადრო მათ რჩევას არ იზიარებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ბატონ მადუროს სურს გამოიყენოს  ძალაუფლება, ხოლო პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ახალი კონსტიტუცია ხელს შეუწყობს დიალოგს პოლარიზებულ ქვეყანაში.

ოპოზიციამ საპროტესტო აქციები არჩევნების წინ გამართა.

იმავდროულად, ისაიას მედინა, რომელიც გაეროში ქვეყნის წარმომადგენელია, თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ მას აღარ შეეძლო ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო იმავე თანამდებობაზე დარჩენა.

ვენესუალას პრეზიდენტს, მსოფლიო ლიდერები დათმობისკენ მოუწოდებენ. 0

ავტორი: