09:05:21     21-07-2017
"ცოლის ძმა ჩაცხრილეს და დიმაც ზედ მიაყოლეს რადგან იქ იყო. მოწმე მოიშორეს"
ყოფილი პარლამენტარი კობა სუბელიანი ასე ეხმაურება ოზურგეთში მომხდარ ორმაგ მკვლელობას, რომლის დროსაც უცნობებმა ორი ადამიანი ჩაცხრილეს.
"ოზურგეთელ ბიჭს ვიცნობდი ერთს. დიმა ერქვა. ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ რასაც ქვია, თუმცა პატარა იყო ჩემზე. სემინარიიდან ზაფხულის არდადეგების პრაქტიკებზე რომ გვანაწილებდნენ სტუდენტებს, მე გურიას ვირჩევდი ხოლმე, მეუფე იოსებთან მივდიოდი ოზურგეთში. იქ გავიცანი და ერთად ვსტიქაროსნობდით მე და დიმა. მეუფე იოსებთან მსახურობდა საკათედროში. დედით და მამით ობოლი იყო. 5 წლის იყო მგონი როცა დაობლდა. მეუფემ იშვილა და გაზარდა, მერე სახლი უყიდა ოზურგეთში და დაოჯახდა კიდეც.
ცოლის ძმა კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი იყო რომელიც დღეს მანქანაში ჩაცხრილეს ოზურგეთის ცენტრში და ეს დიმაც ზედ მიაყოლეს რადგან იქ იყო. მოწმე მოიშორეს რა. პატიოსანი ადამიანი მოკლეს მხოლოდ იმის გამო რომ ფაქტს შეესწრო. ცოლი და 3 წლის შვილი დარჩა.
რა ვთქვა აღარ ვიცი..." - წერს სუბელიანი.
0