17:16:53     20-07-2017
ინდოეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს
![a69116.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69116.jpg)
ინდოეთში ახალი პრეზიდენტი, ნათხ კოვინდი აირჩიეს. მისი კანდიდატურა მმართველმა „სახალხო პარტიამ“ წარადგინა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა წევრთა ხმების 65% მიიღო.
ის ინდოეთის რიგით მე-14 პრეზიდენტი გახდა.
ინდოეთში პრეზიდენტს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც პარლამენტისა და შტატების საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებისგან შედგება. არჩევაში მონაწილეობა ჯამში 4896 წევრმა მიიღო.
ინდოეთის კანონმდებლობის თანახმად, პრეზდენტი 5 წლით ირჩევა, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, პრემიერ-მინისტრის, შტატების გუბერნატორების, მინისტრთა კაბინეტის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის დანიშვნის შესახებ.
მიუხედავად ამისა, რეალური ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის ხელშია.
0