გერმანია თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს გერმანია თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს />


  16:16:23     20-07-2017

გერმანია თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს

a69113.jpg

გერმანია, თურქეთთან ურთიერთობების გადახედვას აპირებს, რომელიც თურქეთში უფლებადამცველების დაკავების გამო, ქვეყანასთან ეკონომიკურ ურთიერთობებს, საკრედიტო და საინვესტიციო პროგრამებს შეეხება.

ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა, რომელსაც მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი შტეფენ ზაიბერტი გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ შემოთავაზებული ზომები თურქეთთან მიმართებაში საჭიროა.
rnაქვე უნდა აღინიშნოს, რომ გერმანიის საგარეო უწყებამ გერმანიის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც თურქეთში გაემგზავრებიან რეკომენდაციები გაამკაცრა.
rnროგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს იქნება პასუხი თურქეთში გერმანელი უფლებადამცველის , კერძოდ კი Amnesty International-ის თურქეთის დირექტორის, იდილ ესერისა და კიდევ ხუთი უფლებადამცველის,დაკავებაზე. გერმანია ამით თურქეთში ინვესტიციების შემცირებას აპირებს. rnrnროგორც გერმანიის პირველი დიპლომატი ამბობს, თურქეთთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი კანცლერ მერკელთან შეთანხმებულია.rnმანამდე თურქეთის ხელისუფლებამ გერმანიას გადასცა სია, რომელშიც ტერორიზმთან დაკავშირებული საწარმოებია ჩამოთვლილი, მათ შორის არის გერმანული Daimler და Basf. ანკარაში აცხადებენ, რომ ეს კომპანიები აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან არიან დაკავშირებულები.

0

ავტორი: