15:14:40     20-07-2017
აშშ-ის სენატში 155 დემონსტრანტი დააკავეს
![a69110.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69110.jpg)
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სენატის შენობაში 155 დემონსტრანტი, 45 სხვადასხვა წერტილში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ადასტურებს.
საპროტესტო აქციების 300-მდე მონაწილე, Obamacare-ის ჯანდაცვის რეფორმის გაუქმებას აპროტესტებდნენ.
პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რაც გაირკვა, რომ Obamacare-ის გაუქმება მილიონობით ადამიანს დაზღვევის გარეშე დატოვებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, Obamacare-ის გაუქმებამდე და ჯანდაცვის ახალი კანონპროქტის დამტკიცებამდე სენატში საზაფხულო არდადეგები არ უნდა დაიწყოს. მისივო თქმით, კანონმდებლებმა დანაპირები უნდა შეასრულონ.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პროგრამა Obamacare გააუქმა და ახალი პროგრამის მიღებას მისცა ხმა.
0