13:20:57     20-07-2017
ჟურნალისტის დაშინების მცდელობა მოსკოვში - დაშავებულია 8 ადამიანი
![a69098.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69098.jpg)
მოსკოვში რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას საცხოვრებელ სახლზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირებმა ჟურნალისტის სახლთან დაუდგენელი შემადგენლობის გაზი გაუშვეს.
იულია ლატინინას თქმით, შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა.
ჟურნალისტი მომხდარს მისი დაშინების მცდელობად აფასებს, თუმცა პოლიციისთვის მიმართვას არ აპირებს.
0