11:45:08     20-07-2017
რა მოხდება, თუკი აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევა დამტკიცდება?
![a69092.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a69092.jpg)
BBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის შვილი, სიძე და ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი სენატის დაზვერვის კომიტეტში მოსმენაზე დაიბარეს.
მათ 2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების სავარაუდო ჩარევის საკითხზე უნდა მისცენ ჩვენება.
შეგახსნებთ, რომ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის მოსმენა 24 ივლისს გაიმართება, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს და დონალდ ტრამპ უმცროს კი 26 ივლისს მოუსმენენ.
რამდერიმე დღის წინ დადასტურებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის შვილი, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, მზად იყო შეხვედროდა რუს იურისტს, რომელიც დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე კომპრომატების გადაცემას დაჰპირდა.
უმცროსმა ტრამპმა ამ შეხვედრის შესახებ არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ეს შეხვედრა არაფერს არ ნიშნავდა და ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, მამამისმა არაფერი იცოდა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებული გამოძიება დიდი ხანია მიმდინარეობს, თანდათან ირკვევა ახალი დეტალები, რომელიც სავარაუდოდ გამოძიების დასრულებას დააჩქარებს.
ალბათ საინტერესოა, თუ რატომ გახდა ეს საკითხი მნიშვნელოვანი, არა მარტო აშშ-სა და რუსეთისთვის, არამედ მსოფლიოსთვის. იქედან გამომდინარე, რომ ამ ორ უძლიერეს სახელმწიფოს დიდი გავლენა აქვს მსოფლიოზე და ცალკეულ ქვეყნებზე, ყველას ინტერესის სფერო გახდა ეს თემა.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს აქტიური გამოძიება.
0