11:09:11     20-07-2017
"რობერტ ახალაიამ მოკლა მამიდაშვილი, გამოიცვალა ტანსაცმელი, შეცვალა სიმბარათი" - საზარელი მკვლელობის დეტალები
გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას.
გადაწყვეტილების განმარტებისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება გამოიყენა.
მოსამართლის თქმით, დაკითხვისას რობერტ ახალაიამ თქვა, რომ როდესაც გააცნობიერა, რომ მოკლა ანა ხელაძე, დატოვა შემთხვევის ადგილი, გამოიცვალა ტანსაცმელი, ჩანთაში ჩადო მკვლელობის იარაღი - დანა და დატოვა უზნაძის ქუჩა. ასევე, დადგენილია, რომ ქუთაისში მან შეცვალა მობილურ ტელეფონში სიმბარათი.
საქმის პროკურორმა, გრიგოლ ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ წინასწარი დასკვნის მიხედვით, ანა ხელაძეს 8 ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის, სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში.
ბრალდებული რობერტ ახალაია ფოთში დააკავეს, გარდაცვლილის ცხედარი კი მეორე დღეს ანა ხელაძის მეგობარმა უზნაძის ქუჩაზე იმ სახლში აღმოაჩინა, სადაც ბრალდებული და გარდაცვლილი ერთად ცხოვრობდნენ.
0