10:13:11     05-05-2011
ქამბალა ღვინის საწებლით
მასალა:
ქამბალა - 1 კილოგრამი
წითელი ღვინო - 2 ჩაის ჭიქა
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
ოხრახუში - 3 ძირი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქინძი - 2 ძირი
მიხაკი, დაფნის ფოთოლი, ნიორი, მარილი
გასუფთავებული თევზი დავჭრათ მცირე ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, დავუმატოთ ოხრახუში, ხახვი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, მარილი, დავასხათ ღვინო, წყალი, დავახუროთ ქვაბს სახურავი, დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ 25-30 წუთი. მოხარშული თევზი ქვაბიდან ამოვიღოთ, ბულიონი გავწუროთ, სუფთა ქვაბში ჩავასხათ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 10-15 წუთი. მერე დავუმატოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი და წამოდუღების შემდეგ ცეცხლიდან გადმოვდგათ.
მოხარშული თევზი ლანგარზე მოვათავსოთ, დავასხათ გამზადებული საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
0