„ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, შემოგვიერთდით და ერთად ვიმოქმედოთ“ „ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, შემოგვიერთდით და ერთად ვიმოქმედოთ“ />


  15:00:51     19-07-2017

„ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, შემოგვიერთდით და ერთად ვიმოქმედოთ“

a69065.jpg

„Amnesty internatonal“-ი" თურქეთში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვს.

ორგანიზაციამ დახმარების თხოვნით გერმანიის მთავრობას ოფიციალურად მიმართა.

"უდანაშაულოდ ისჯებიან ისინი, რომლებიც  თურქეთში  იბრძვიან ყველასთვის, რომ მათ სამართლიანად მოექცნენ, მათ ეხლა თქვენი დახმარება სჭირდებათ“-ამბობენ ორგანიზაცია „Amnesty international”-ის წარმომადგენლები.

ორგანიზაცია “Amnesty international” აცხადებს: „ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ისინი არ იქნებიან თავისუფლები, შემოგვიერთდით და ერთად ვიმოქმედოთ“.

თურქეთში "Amnesty International"-ის დირექტორი იდილ ესერი და ხუთი უფლებადამცველი ანკარის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ბრალდებათ.

აქტივისტები 5 ივლისს ოფიციალური შეხვედრის დროს დააკავეს. მათ შორის გერმანიისა და შვედეთის მოქალაქეებიც არიან. 0

ავტორი: