გაიმართა თუ არა, ტრამპის და პუტინის მეორე არაფორმალური შეხვედრა? გაიმართა თუ არა, ტრამპის და პუტინის მეორე არაფორმალური შეხვედრა? />


  12:23:48     19-07-2017

გაიმართა თუ არა, ტრამპის და პუტინის მეორე არაფორმალური შეხვედრა?

a69051.jpg

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰამბურგში, G20-ის სამიტზე, ოფიციალური შეხვედრის გარდა, კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 

მედია, ორი ლიდერის არაფორმალური შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია  ადასტურებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა დაგმო მოხსენებები მედიის შესახებ და მას  "ავადმყოფური" უწოდა.

ორი ლიდერის ურთიერთობა  აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის ბრალდებებთან დაკავშირებით განიხილება.

მედიის მიერ გავრცელებული ინფრმაციით, პრეზიდენტებმა ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ერთად ივახშმეს. შეხვედრას მხოლოდ პუტინის თარჯიმანი ესწრებოდა. ესწრებოდა. Eurasia Group-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამერიკული მხარის მხრიდან თარჯიმნის არდასწრება ეროვნული უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევაა. 

თეთრი სახლის განცხადებით პრზიდენტებს მეორე შეხვედრა არ გაუმართავთ, მათ უბრალოდ მცირეხნიანი საუბარი ჰქონდათ.უცნობია რა თემებზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურებმა მიიჩნიეს, რომ მოსკოვი ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,  ტრამპის სასარგებლოდ, რასაც  რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.  

შეხვედრაზე დასწრების უფლება არცერთ მედია საშუალებას არ მისცეს, სწორედ აქედან გამომდინარე გაჩნდა კითხვები თუ რა იყო მათი საუბრის თემა. 0

ავტორი: