19 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს 19 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს />


  11:06:45     19-07-2017

19 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს

a69048.jpg

19 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ოლგა გეჯაძისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია ბრალის აღიარების შესახებ. ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდებულს მისი თანდასწრებით აღიარებითი ჩვენება არ მიუცია.

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან თავის მამიდაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. ის მეორე დღეს, ფოთში დააკავეს.

ისინი თბილისში სწავლობდნენ და ნათესავის სახლში ერთად ცხოვრობდნენ.

0

ავტორი: