თერჯოლის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა თერჯოლის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა />


  09:31:54     19-07-2017

თერჯოლის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა

a69039.jpg

თერჯოლაში, კლინიკა „თერჯოლამედში“ 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, მცირეწლოვანი საღამოს ათ საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს და ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს.ისინი მომხდარში ანესთეზიოლოგს ადანაშაულებენ. 

სამედიცინო დაწესებულებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 


გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაციაში მონაწილე ექიმები დაკითხვაზე იმყოფებიან.

0

ავტორი: