00:38:02     19-07-2017
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის კაცი ემსხვერპლა
თელავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის კაცი ემსხვერპლა.
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძება.
0