Amnesty International-ის დირექტორი და ხუთი უფლებადამცველი დააკავეს Amnesty International-ის დირექტორი და ხუთი უფლებადამცველი დააკავეს />


  18:32:32     18-07-2017

Amnesty International-ის დირექტორი და ხუთი უფლებადამცველი დააკავეს

a69030.jpg

Amnesty International-ის დირექტორს იდილ ესერისა და კიდევ ხუთ უფლებადამცველს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება სტამბოლის სასამართლომ მიიღო, მათ ბრალი  ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირში ედებათ. 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია Amnesty International-ი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობს.

თურქეთში Amnesty International-ის მდივნის სალილ შეთის განცხადებით, „ახლა აშკარა გახდა, რომ თურქეთში ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა დანაშაული გახდა“.

5 ივლისს, Amnesty International-ის თურქეთის წარმომადგენლობის დირექტორი იდილ ესერი და კიდევ 11 აქტივისტი სტამბოლის ერთ-ერთ უბანში დააკავეს. 

დაკავება ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც უფლებადამცველების კონფერენცია მიმდინარეობდა. 0

ავტორი: