სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს />


  16:03:00     18-07-2017

სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს

a69018.jpg

დილით სახალხო დამცველის აპარატის გორის რეგიონული ოფისი გაქურდეს. აპარატის ცნობით, თანამშრომელს გორის ოფისის კარი გატეხილი და თავად ოფისი გაქურდული დახვდა.  წაღებულია ოფისის კუთვნილი ტექნიკა – პორტატიული სამუშაო კომპიუტერი, რომელშიც სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისში შესული განცხადებების ელექტრონული ვერსიები ინახებოდა.


„უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და განმცხადებელს შორის არსებული ურთიერთობა თავისთავად გულისხმობს კონფიდენციალობას. შესაბამისად, კომპიუტერში არსებული მასალის რაიმე სახით გასაჯაროებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს განმცხადებელთა ინტერესები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ისეთ სენსიტიურ რეგიონში, როგორიც ქვემო ქართლია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

0

ავტორი: