16:09:24     17-07-2017
თბილისში 19 წლის გოგო საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 19 წლის გოგო საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.