თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა />


  14:16:42     17-07-2017

თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა

a68932.jpg

პრეზინდეტის შვილისა და სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა წინასწარი პატიმრობიდან სასამართლომ გაათავისუფლა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

მისი გათავისუფლება 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ მოხდა.

აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვდა თორნიკე კაჭარავას დაცვის მხარე. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, სასამართლოზე საქმის არებითი განხილვა მიმდინარეობდა. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ.

შეგახსენებთ, პრეზინდეტის შვილისა და სიძის მეგობარს დიდი ოდენობით ნარკოტრიკის შეძენა-შენახვაში ადანაშაულებენ. 

0

ავტორი: