თეთრი სახლის ადმინისტრაცია  რუსეთისთვის ჩამორთმეული დიპლომატიური ქონების დაბრუნების საკითხს განიხილავს თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ჩამორთმეული დიპლომატიური ქონების დაბრუნების საკითხს განიხილავს />


  11:53:21     14-07-2017

თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთისთვის ჩამორთმეული დიპლომატიური ქონების დაბრუნების საკითხს განიხილავს

a68854.jpg

CNN-ის ინფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთისთვის გასული წლის დეკემბრიდან დაპატიმრებული ორი დიპლომატიური ობიექტის გადაცემის საკითხს განიხილავს. ადმინისტრაციის განცხადებით, ამით რუსეთს თანამშრომლობის შანსს აძლევენ.

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ თეთრი სახლი ამ ობიექტების რუსეთისთვის დაბრუნების გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი რუსეთის „კეთილსინდისიერებას“ დაინახავს. 

„სირიაში 400 ათასi ადამიანი მოკლეს და ეს საშინელებაა. თუკი ჩვენ დავინახავთ კრემლიდან კეთილ ნებას ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება, მაშინ არის შანსი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდეს,“- აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილემ სებასტიან გორკამ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის  დიმიტრი პესკოვის  განაცხადებით კი, მოსკოვი უკვე საკმარისზე დიდი ხანია ელოდება ვაშინგტონის ქმედებებს რუსეთისთვის დიპლომატიური საკუთრების დაბრუნების თაობაზე. მან დაამატა, რომ რუსეთის მოთმინება ზღვარზეა და ამას შესაძლოა საპასუხო ზომები მოყვეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს თეთრ სახლში მიიწვევს, როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება. 

ტრამპს სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერდა მას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. 0

ავტორი: