ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით, ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით, ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს />


  17:39:46     13-07-2017

ბორის ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით, ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

a68845.jpg

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო საოლქო სასამართლომ ზაურ დადაევს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმეზე 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე იური ჟიტკოვის გადაწყვეტილებით,  დადაევს მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში და ჯარიმა 100 ათასი რუბლის ოდენობით. 

სასამართლომ ასევე ჩამოართვა დადაევს ლეიტენანტის წოდება და სიმამაცისთვის მინიჭებული ორდენი. 

განაჩენი ეფუძნება მსაჯულების ვერდიქტს, რომლითაც დადაევი დამნაშავედ ცნეს.

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარე ზაურ დადაევისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა. გარდა ამისა, საქმის სხვა ფიგურანტებს ანზორ გუბაშევს, მის ძმას შადიდს 19 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თემირლან ესქერხანოვსა და ხამზათ ბახაევს კი 14 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანეს. 

მოსამართლის საბოლოო ვერდიქტი ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენის შედეგად იქნა მიღებული. ნაფიცმა მსაჯულებმა ხუთივე ეჭვმიტანილი ნემცოვის მკვლელობაში დამნაშავეს სცეს. 0

ავტორი: