ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შიდა ფასადიც ჩამოიშალა ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შიდა ფასადიც ჩამოიშალა />


  15:00:03     13-07-2017

ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის შიდა ფასადიც ჩამოიშალა

a68839.jpg

ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი დახმარებისთვის კულტურის სამინისტროს მიმართავს. ვახტანგ კახიძის განცხადებით, ორი დღის წინ მომხდარი მცირე მიწისძვრის შედეგად შენობის შიდა ფასადიც ჩამოიშალა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხა არ აქვთ. 

შენობის არქიტექტორი აცხადებს, რომ გარე ფასადზე მცირე ბზარები შეინიშნებოდა, თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს დიდ პრობლემას შექმნიდა. 

შეგახსენებთ, აღმაშენებლის გამზირზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის შენობის ნაწილი ჩამოინგრა და ნაშალი გამვლელ გოგონას დაეცა, რომლის მდგომარეობაც სტაბილურად მძიმეა. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

0

ავტორი: