„დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო უკვე დაიპყრო და ოკუპაციას დღესაც მშვიდად განაგრძობს“ „დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო უკვე დაიპყრო და ოკუპაციას დღესაც მშვიდად განაგრძობს“ />


  14:15:53     13-07-2017

„დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო უკვე დაიპყრო და ოკუპაციას დღესაც მშვიდად განაგრძობს“

a68828.jpg

„დიდი ოცეულის“ სამიტის შეხვედრა  მსოფლიო განხილვის თემა გახდა, განსაკუთრებით დიდი მოლოდინი იყო ტრამპისა და პუტინის შეხვედრის გამო. აუცილებელია აღინიშნოს, რომ მათ შეხვერაზე საქართველოს შესახებ არაფერი თქმულა.

ამერიკული ანალიტიკური გამოცემა Foreign Policy, აქვეყნებს სტატიას სათაურით: „პუტინისა და ტრამპის შეხვედრის წინ რუსეთმა ქართული მიწის ნაწილი გადაყლაპა“.

სტატიაში აღნიშნულია რომ , 7 ივლისს ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში დაგეგმილი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრამდე, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 10 ჰექტარი მიწის ოკუპაცია ჩუმად, ყველასთვის შეუმჩნევლად მოახდინა. 

„მცოცავი ოკუპაცია, როგორც ამ პროცესს ქართველები უწოდებენ, მხოლოდ საქართველოში შენიშნეს. მსოფლიოს მასობრივი დუმილი კრემლისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. რუსეთის გათვლაც სწორედ ეს იყო. საქართველოს მიწის მორიგი ოკუპაცია მხოლოდ ერთმა ამერიკელმა შენიშნა. შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, კურტ ვოლკერმა, რომელმაც BBC-ის რადიოს პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს და რუსეთი აგრესიის მორიგ ტალღას მხოლოდ იმიტომ ბედავს, რომ დასავლეთისგან სათანადო პასუხს ვერ იღებს“, - წერია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაშიც ქართული სცენარის განმეორებას ცდილობს: „აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსად, უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის კონფლიქტი თუ გაიყინება, კრიზისის დეესკალაცია სულ უფრო არარეალური გახდება.“

სტატიაში ასევე წერია, რომ მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ამერიკის მხარდაჭერას უსვამს ხაზს. თუმცა ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტი, ისევე როგორც, მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს მიმართ დაგვიანებულია, რადგან „დიდმა რუსეთმა პატარა საქართველო უკვე დაიპყრო და ოკუპაციას დღესაც მშვიდად განაგრძობს“. 0

ავტორი: