დონალდ ტრამპი საფრანგეთს ესტუმრა დონალდ ტრამპი საფრანგეთს ესტუმრა />


  13:16:13     13-07-2017

დონალდ ტრამპი საფრანგეთს ესტუმრა

a68821.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ვიზიტით საფრანგეთში ჩავიდა. გავრცელებული ინფორმაციით,  საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს ინვალიდთა სახლში შეხვდება, სადაც საზეიმო ცერემონია გაიმართება, შემდეგ კი ორი ქვეყნის ლიდერები ელისეს სასახლეში გადაინაცვლებენ, სადაც პირისპირ შეხვედრას გამართავენ. 

მათი შეხვედრის დღის წესრიგში, პირისპირი შეხვედრის შემდეგ,  დგას  ერთობლივი პრესკონფერენცია.

საღამოს ემანუელ და ბრიჟიტ მაკრონები დონალდ და მელანია ტრამპებს ეიფელის კოშკის მეორე სართულზე, „ჟიულ ვერნის“ რესტორანში უმასპინძლებენ ვახშამზე. 

ხვალ კი დონალდ ტრამპი მონაწილეობას მიიღებს 14 ივლისის, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის ღონისძიებებში. კერძოდ, ის დაესწრება სამხედრო აღლუმს, რომელიც შანზ-ელიზეზე გაიმართება.

0

ავტორი: