12:02:12     13-07-2017
ავარია გურჯაანში - სამარშრუტო ტაქსი ქვეითს დაეჯახა

ავარია მოხდა გურჯაანში.
სამარშუტო ტაქსი, რომელიც საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული მამაკაცი გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
0