დონალდ ტრამპი: „აშშ-მა და რუსეთმა ურთიერთობები დაალაგეს“ დონალდ ტრამპი: „აშშ-მა და რუსეთმა ურთიერთობები დაალაგეს“ />


  11:55:59     13-07-2017

დონალდ ტრამპი: „აშშ-მა და რუსეთმა ურთიერთობები დაალაგეს“

a68811.jpg

დონალდ ტრამპი „დიდი ოცეულის“ სამიტზე ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს.

„მე მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს, რომლის ფარგლებშიც უამრავი სიცოცხლე შეიძლება,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რპგპრც ტრამპი ამბობს, მან პირდაპირ ჰკითხა პუტინს, ჩაერია თუ არა ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

„მან მითხრა, არა, არ გამიკეთებია ეს“. 

საკითხავია რამდენად სჯერა დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინის, ამ კითხვას აშშ-ის პრეზიდენტი ასე პასუხობს:
„საქმე ის არის, რომ რაღაც მოხდა და უნდა გავარკვიოთ  რა მოხდა, ვინაიდან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამგვარი რამე ჩვენს საარჩევნო პროცესში ხდებოდეს“. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას გააკეთა, შეეხება ჰოლარი კლინტონს.„ვლადიმერ პუტინს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვება უფრო აწყობდა“- განაცხადა ტრამპმა.

„აშშ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა და ჩვენ კიდევ უფრო ვძლიერდებით, იმიტომ რომ, მე ძლიერი მეომარი ადამიანი ვარ. ჰილარის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი არმია განადგურდებოდა, ხოლო ელექტროენერგია იქნებოდა უფრო ძვირი. აი სწორედ ეს არ მოსწონს პუტინს“, - აღნიშნავს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისმა ქვეყანამ რუსეთთან დიალოგი უნდა გააგრძელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ბევრი პრობლემა წარმოიშვას. ტრამპი ფიქრობს, რომ მან პუტინთან ურთიერთობები დაალაგა.დონალდ ტრამპი: „მე ვიბრძვი ამერიკისთვის, ხოლო პუტინი რუსეთისთვის“ 0

ავტორი: