დონლდ ტრამპმა მისი შვილისა და რუსი იურისტის შხვედრის შესახებ არ იცოდა დონლდ ტრამპმა მისი შვილისა და რუსი იურისტის შხვედრის შესახებ არ იცოდა />


  14:30:32     12-07-2017

დონლდ ტრამპმა მისი შვილისა და რუსი იურისტის შხვედრის შესახებ არ იცოდა

a68785.jpg

დონალდ ტრამპის შვილი, რუს იურისტს შეხვდა, თუმცა როგორც გაირკვა დონალდ ტრამპმა აღნიშნული შეხვედრის  შესახებ არაფერი იცოდა, ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს, მათივე ცნობით, რუსი იურისტი უმცროს ტრამპს საარჩევნო კამპანიაში დახმარებას დაჰპირდა.

„ეს შეხვედრა არაფერს არ ნიშნავდა, ვაღიარებ შესაძლებელი იყო სხვაგვარად მოვქცეულიყავი“- განაცხადა დონალდ ტრამპის შვილმა.იმცროსი ტრამპის ადრე გამოქვეყნებულ ელექტრონულ წერილებში ჩანს, რომ ის რუს იურისტთან ნატალია ვესელნიცკაიასთან შეხვედრას დათანხმდა. ეს ქალი სავარაუდოდ, კრემლთან იყო დაკავშირებული და ჰილარი კლინტონის შესახებ კომპრომატებს ფლობდა.

უმცროსი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი და მაშინდელი საარცევნო შტაბის უფროსი პოლ მანაფორტი რუს იურისტს ნატალია ვესელნიცკაიას 2016 წლის ივნისში შეხვდნენ. ამ შეხვედრას წინ უძღოდა ბრიტანელი პიარის სპეციალისტის რობ გოლდსტიუნის წერილი, სადაც ის იუწყებოდა, რომ ჰილარი კლინტონის მაკომპრომიტირებელი მასალა აქვს და ეს ინფორმაცია რუსეთიდან მოდის.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-ის კონგრესი და გამოძიების ფედერალური ბიურო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიებას აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპი  ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით,  მას რუსეთთან ჰქონდა კავშირები არ ჰქონია. 0

ავტორი: