16:16:12     11-07-2017
Amnesty International-ი მოსულში მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს
![a68738.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a68738.jpg)
Amnesty International-ი , ადამიანის უფლებებზე მომიშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, ქალაქ მოსულში მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებას ითხოვს. მათი სურვილია, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების დანაშაულების გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ მოსული „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლეს. ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ მოსულში მიღწეული გამარჯვება ქვეყნის არმიას 5 ივლისს მიულოცა, თუმცა მთავრობამ მოსულის გათავისუფლება ოფიციალურად 9 ივლისს დაადასტურა.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულზე კონტროლი 3 წლის წინ დაამყარა. ერაყის არმიამ კოალიციურ ძალებთან ერთად ქალაქის გასათავისუფლებლად მასშტაბური ოპერაცია 9 თვის წინ დაიწყო. ერაყის არმიას, აშშ-ს ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კოალიციური ძალები ეხმარებოდნენ.
0