ტრამპმა და   კლინტონების ქალიშვილმა  „ტვიტერზე“  იკამათეს ტრამპმა და კლინტონების ქალიშვილმა „ტვიტერზე“ იკამათეს />


  11:40:10     11-07-2017

ტრამპმა და კლინტონების ქალიშვილმა „ტვიტერზე“ იკამათეს

a68718.jpg

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და კლინტონების ქალიშვილმა ჩელსიმ G20-ის სამიტზე ივანკა ტრამპის გამოჩენის გამო Twitter-ზე იკამათეს. 

ტრამპმა  „ტვიტერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილება, რომ ჰამბურგის სამიტზე ქალიშვილისთვის თავისი ადგილი დაეთმო, აბსოლუტურად ნორმალური იყო. 

ასევე აღნიშნა,   ანალოგიურად ჰილარი კლინტონი რომ მოქცეულიყო, ამერიკული მედია ჩელსი კლინტონის პრეზიდენტად არჩევის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. ამ  განცხადებას, ჩელსი კლინტონმა უპასუხა. მან დაწერა,  „ბატონო პრეზიდენტო. არც დედაჩემი და არც მამაჩემი, მე ასეთ რამეს არ მთხოვდნენ“.

მათი კამათის შემდეგ,  თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი წერენ, რომ   პრეზიდენტ ტრამპის „ტვიტერზე“ დაწერილი ტექსტი კლინტონებზე თავდასხმა არ ყოფილა, ეს უფრო  ივანკა ტრამპის მიმართ გამოთქმულ თავდასხმაზე პასუხი იყო. „ივანკა სხვა გვარს რომ ატარებდეს, მისით ყველა აღფრთოვანებით ილაპარაკებდა. 

შეგახსენებთ,რომ „დიდი ოცეულის“  სამიტის სხდომაზე, ივანკა ტრამპმა მამამისის ადგილი დაიკავა, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი, ინდოენეზიის ლიდერს ხვდებოდა.ივანკა, ოფიციალურად პრეზიდენტის მრჩეველის სტატუსითაა მიწვეული სამიტზე, თუმცა მსგავსი შემთხვევების დროს, პრეზიდენტის ადგილს უმაღლესი რანგის ჩინოსნები იკავებენ. ამ ინციდენტმა, სოციალურ ქსელებში მასშტაბური დისკუსიები გამოიწვია. უმეტესობას მიაჩნია, რომ ივანკა ტრამპს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რომ ამგვარი მაღალი დონის შეხვედრებს დაესწროს. 0

ავტორი: